Saturday, October 14, 2017

Friday, September 8, 2017

პროექტის მიზნები


პროექტის მიზნები

მოსწავლეები მოძიებენ ინფორმაციას ინტერნეტიდან,ბეჭდური მედიიდან, ინფორმაციას სოფელ მატანში არსებული ბუნებრივი რესურსების შესახებ. შეადგენენ კითხვარს, რომლის საშუალებითაც დააგროვებენ ინფორმაციას  ბოლო  ოცი წლის განმავლობაში სოფელ მატანში არსებული რესურსების  შესახებ კერძოდ  თუ რა ფართობზე იყო ადრე ტყე გაშენებული მათ სოფელში ან არსებობდა თუ არა ისეთი რესურსი , რომელიც  ამჟამად აღარ არის. 
 მოიძიებენ ამჟამად არსებული ტყის მიახლოვებით ფართობს და რესურსებს.
დაახარისხებენ და შეადარებენ ერთმანეთს მოძიებულ ინფორმაციას. წარმოადგენენ   დასკვნას  ოცი წლის წინ არსებულ და ახლანდელ რესურსების შესახებ.   




  

Sunday, September 3, 2017

ჩემი პროექტის იდეა

პროექტის იდეა- საქართველოს ბუნებრივი რესურსები

 გაკვეთილზე მოსწავლეები წინარე ცოდნის გამოყენებით იმსჯელებენ საქართველოს ბუნებრივ რესურსებზე.შემდეგ ისინი გაეცნობიან საქართველოში გავრცელებულ ბუნებრივ რესურსებს, ანუ ბუნების იმ  ობიექტებსა და მოვლენებს,რომელსაც ადამიანები საარსებოდ იყენებდნენ ან შესაძლებელია გამოიყენონ მომავალში.
მოსწავლეები ეცნობიან წყაროებს და ცნობებს. მსჯელობენ საქართველოს ბუნებრივი რესურსების მრავალფეროვნებაზე და მის მნიშვნელობაზე როგორც ადრეულ პერიოდში, ისე თანამედროვე საზოგაგადოებისათვის


გაკვეთილზე მოსწავლეები ნახულობენ ვიდეორგოლს "ბუნება ლაპარაკობს"   https://www.youtube.com/watch?v=WmVLcj-XKnM

შედეგები და ინდიკატორები:
საზ.მეც.V-VI 12.ახასათებს მხარეს ბუნებრივი რესურსების მიხედვით და მსჯელობს მათ მნიშვნელობაზე